ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ევა გოცირიძის კანდიდატურაა შეყვანილი
28-07-2016, 04:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობამ 28 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა.

 


იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომლებიცსპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და მოგვიანებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინა.

 

 

"5 კანდიდატისაგან შემდგარი სიიდან მთავრობამ ევროპის საბჭოს 2016 წლის მაისში ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

 

 

დასახელებულმა კანდიდატებმა ევროპის საბჭოს წინაშე გაიარეს ე.წ. ფილტრაციის პროცედურა ამისათვის სპეციალურად შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში, რომელიც ექსპერტი მრჩევლებისაგან შედგება და რომლის როლია კანდიდატის წარმდგენი ქვეყნისა და ევროპის საბჭოსათვის ამა თუ იმ კანდიდატის შესაბამისობის შესახებ რეკომენდაციების მიცემა.
დადგენილი სტანდარტით, სამპირიანი სია ვარგისიანია, თუ სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი მაინც არის განსხვავებული სქესის, და თუ ორი სქესის კანდიდატები ერთმანეთის რეალურ კონკურენტებად შეიძლება ჩაითვალონ; მრჩეველთა მიერ გაცემულ რეკომენდაციებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიაში წარმოდგენილი კანდიდატების კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად.

 

 

ექსპერტების შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან ალექსანდრე ბარამიძე სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად ევროპული კონვენციით დადგენილ კრიტერიუმებს, გიორგი ბადაშვილთან დაკავშირებით ითქვა, რომ ევროპულ სასამართლოში მისი, როგორც იურისტის, 11 წლიანი გამოცდილება მთავარი დადებითი ნაწილია მისი პროფესიული კარიერისა და სასურველია ფლობდეს სხვა პროფესიულ გამოცდილებასაც, ხოლო ნანა მჭედლიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველ ექსპერტთა ნეგატიური რეკომენდაცია გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სამპირიან სიაში ცვლილების შეტანისა და საქართველოდან წარდგენილი ქალი კანდიდატის იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა ქალი კანდიდატით ჩანაცვლების შესახებ. ამგვარი ცვლილება საქართველოს თავიდან ააცილებს იმას, რომ სამპირიანი სიის დასაშვებობა დადგეს რისკის წინაშე, როცა საქმე ეხება გენდერული ნიშნით დაბალანსებული სიის კრიტერიუმის დაცვასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის „რეალური არჩევანის“ მიცემის მოთხოვნას", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი