სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქურთების მიერ კონტროლირებად ქალაქ ქამიშლიში მასობრივი დაბომბვების შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი - დაიჭრა.
აფეთქება მიმდინარე წლის 27 ივლისს მოხდა.
ამის შესახებ BBC ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აფეთქება ქურთების უსაფრთხოების შტაბთან ახლოს, სადაც დიდი ბრიტანეთის მონიტორინგის ჯგუფიც არის განთავსებული, სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებამ გამოიწვია.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა, რომ აფეთქების უკან თვითონ დგას.
„ისლამური სახელმწიფო“ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქურთების წინააღმდეგ აფეთქებებს ადრეც ახორციელებდა.
ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ 27 ივლისს განაცხადა, რომ მათი თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ მანბიჯზე კოალიციის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების პასუხი იყო.
მიმდინარე წლის 19 ივლისს, სირიის ჩრდილოეთით, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ქალაქ მანბიჯში, საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „როიტერსის“ ცნობით, აღნიშნულ ადგილზე თავდასხმები მაისის ბოლოს დაიწყეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ (SDF), რომელშიც ქურთი და არაბი მებრძოლები არიან გაერთიანებულები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.