დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე წინასაარჩევნოდ უმაღლეს სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელ პირთა შეხვედრებს საჭიროდ მიიჩნევს.
მისი თქმით, მრავალი წელია, როცა საარჩევნო პერიოდის დროს არა ერთი საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება ისმის.
ხმალაძის განმარტებით, განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ასეთი ტიპის განცხადებები ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან კეთდება - ეს უფრო მეტად ძაბავს ვითარებას და არანაირად არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესის შედარებით მშვიდ გარემოში გადატანას.
„დავით უსუფაშვილის წინადადება, რომ სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირები შეხვდნენ ერთმანეთს, დაილაპარაკონ, გააკეთონ პრობლემების იდენტიფიცირება და მივიდნენ ისეთ შეთანხმებამდე, რომელიც საარჩევნო პროცესის შედარებით მშვიდ ვითარებაში წარმართავს შეუწყობს ხელს, იქნება ძალიან კარგი, რასაკვირველია, თუკი ეს პირები საერთო ენის გამონახვას მოახერხებენ.
საერთო ენის გამონახვა არის მათი ვალდებულება, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის წინაშე, ამომრჩევლის წინაშე და ზოგადად, კანონის წინაშე აქვთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრის გამართვაზე თანხმობა უნდა განაცხადონ - ვნახოთ, რა იქნება შედეგი“, - განუცხადა ხმალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.