დავით დარახველიძე: თაროზეა შემოდებული კობა სუბელიანის მინისტრობის დროინდელი 22 საქმე, მათ შორის არალეგალური საწყობების და ბინების უკანონოდ გადაცემის საქმეები
28-07-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების დევნილთა ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე აცხადებს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი "რამდენიმე მანქანის გადაცემით" დასრულდა, "უამრავი საქმე კი თაროზეა შემოდებული", რის გამოც "საზოგადოება იმედგაცრუებულია". "თაროზე შემოდებულ" საქმეებს შორის კი დარახველიძე სააკაშვილის ხელისუფლების დევნილთა მინისტრის, კობა სუბელიანის დროინდელ 22 საქმეს, მათ შორის "არალეგალური საწყობების ", "პრემიების უკანონოდ მითვისების" და "ბინების უკანონოდ გადაცემის" საქმეებს ასახელებს. ამის შესახებ მან გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.

 

 

"მთავარი საკითხი, რაც არ მომწონს, უპირველესად ეს არის სასამართლო. ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხრიდან ნდობადაკარგული სასამართლო, რომელიც ადრე წინა ხელისუფლების დაკვეთას ასრულებდა, ახლა მზად არიან ამ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულონ... სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არა მარტო ჩვენ, საზოგადოებას გაუცრუვდა იმედები. ეს დაპირება ვერ განხორციელდა. ანუ, პროკურატურამ არ გამოიძია საქმეები და მხოლოდ სიმბოლური გახადა სამართლიანობის აღდგენის პროცესი რამდენიმე მანქანის გადაცემით და ა.შ. უამრავი საქმე კი თაროზეა შემოდებული. მათ შორის, დევნილთა სამინისტროდან ჩემ მიერ გადაცემული 22 საქმე და შედეგი არც ერთზე არ დამდგარა. ეს იყო კობა სუბელიანის არალეგალური საწყობების შესახებ საქმე, ეს იყო პრემიების უკანონოდ მითვისების საქმე, ეს იყო ბინების უკანონოდ გადაცემის, ასევე ფულადი კომპენსაციების უკანონოდ გაცემის საქმე და ა.შ. მათ შორის იყო დევნილთა მოწმობების უკანონოდ გაცემაც. პასუხად ვიღებდი მხოლოდ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს.საკუთარ თავზე არ ველოდები გამოძიების დაწყებას. მე სხვა პრემიებს ვგულისხმობ. სუბელიანი ხშირად გამოდიოდა და მისი საფინანსო სამსახურის უფროსმა პირდაპირ დაწერა - მე მერიცხებოდა პრემია, კიდევ დაახლოებით 50-მდე ადამიანს, ამ ყველაფერს ვაგროვებდი და მინისტრს ვაძლევდიო. გამოძიებისას თანამშრომლებმა ეს ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ შედეგი მაინც არ დადგა. ამის შესახებ არაერთხელ დამიწერია კიდეც", - აცხადებს დავით დარახველიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი