ქობულეთში მომხდარ 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მუნიციპალიტეტისთვის ზიანი არ მიუყენებია
28-07-2016, 07:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქობულეთის სიახლოვეს, სოფელ აჭყვაში მომხდარ მიწისძვრას მუნიციპალიტეტისთვის ზიანი არ მიუყენებია. როგორც Guardian.ge -ს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გამგეობაში დაზიანების შესახებ სამი შეტყობინება დაფიქსირდა, რომლებზეც მყისიერი რეაგირება გაკეთდა. დათვალიერების შედეგად სტიქიის დაზიანების კვალი არც ერთ შეტყობინებაზე არ გამოვლენილა.

 


ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სოფელ ზედა აჭყვაში მახარაძეების ოჯახი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. გარეგანი დათვალიერების შედეგად საცხოვრებელ სახლზე უმნიშვნელო ბზარები შეინიშნება. შენობა სიძველის შედეგადაა დაზიანებული.

 


ქობულეთის სიახლოვეს დღეს დილით 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მიწისძვრის ეპიცენტრი ქობულეთიდან სამხრეთით 3 კმ-ში, სოფელ ზედა აჭყვაში იყო. მიწისძვრა თბილისის დროით დილის 9:27 საათზე მოხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი