ეკონომიკის სამინისტრო: სასტუმრო ინდუსტრიის პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი მატულობს
28-07-2016, 08:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი ბენეფიციარი შპს „ინტერი“ შეძლებს სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „ინტერი“, ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 

 

სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 495 459 ლარს შეადგენს. სასტუმრო კი, რომელიც 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება, საწყისი ეტაპისთვის დაასაქმებს 14 ადამიანს.

 

 

ახალი სასტუმრო ოზურგეთის რაიონ, დაბა ურეკში ზღვიდან 120 მეტრის დაშორებით მდებარეობს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას, კეთილგანწყობილ გარემოს და შეღავათიან ფასებს შესთავაზებს. დამსვენებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სასტუმროში არსებული რესტორნითა და ორი ღია კაფით, სადაც მაღალი დონის შეფ-მზარეულები სხვდასხვა ტიპის კერძებს შესთავაზებენ სტუმრებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს დაბა ურეკის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე აისახება დადებითად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი