მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე იუსტიციის სამინისტროს მათი პარტიის დროულად დარეგისტრირებისკენ მოუწოდებენ
28-07-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე იუსტიციის სამინისტროს მათი პარტიის - „ემსახურე საქართველოს“  დროულად დარეგისტრირების მოწოდებით მიმართავენ.

 

 

დარეგისტრირების შემთხვევაში პარტია „ემსახურე საქართველოს“ კანდიდატებს წარადგენს, როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში ასევე, საქართველოს პარლამენტში.

 

 

როგორც მედეა ვასაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აჭარაში დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე.

 

 

მედეა ვასაძის განმარტებით, მოსახლეობის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში დაბრუნებას არ დაუშვებს.

 

 

„პარტიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც აჭარაში დაბრუნდა ლევან ვარშალომიძე. ამიტომ სამი დღის ვადაში ჩამოვყალიბდით, ხუთმა დამფუძნებელმა გაწია გარკვეული სამუშაო, დასარეგისტრირებლად მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და უახლოეს პერიოდში ველოდებით პასუხს“, - აღნიშნა მედეა ვასაძემ.

 

 

მურმან დუმბაძე კი აცხადებს, რომ 12 აგვისტომდე უნდა შემოწმდეს დოკუმენტაცია და ახლად დაფუძნებულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი