ირაკლი ღლონტი "ქართული ოცნების" ახალ სახეებს მიმართავს – არაფერი განსხვავებთ საბჭოთა პარტიის ინსტრუქტორებისგან
28-07-2016, 08:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რეფორმატორების" ლიდერი „ქართული ოცნების" ახალ სახეებს მიმართავს და რჩევის სახით რეკომენდაციებს აძლევს. ირაკლი ღლონტი აქცენტს კოლეგების დასავლურ განათლებაზე აკეთებს და მათ დებატებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედების ნაცვლად, სახელმწიფოებრივ საკითხებსა და კონკრეტულ რეფორმებზე მსჯელობას ურჩევს.

 

 

„აქტიური პოლიტიკური საქმიანობა არ დაგიწყიათ და თქვენში უკვე იკვეთება პოლიტიკური ეგზალტირების უმაღლესი დონე. აშკარაა, რომ მზად ხართ დასავლური განათლება გამოიყენოთ არადასავლური ტიპის მმართველობისთვის. მინდა პატარა რჩევა მოგცეთ. როცა საუბრობთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს არაფორმალური მმართველობის ნიშნები, ამით მხოლოდ საკუთარ თავს იგდებთ სასაცილო მდგომარეობაში და ემსგავსებით თქვენს წინამორბედებს, რომლებსაც ანაცვლებთ თქვენი ახალი სისხლით, მაგალითად: ომარ ნიშნიანიძეს, კარლო კოპალიანს, სოსო ჯაჭვლიანს, გუგული მაღრაძეს, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ დასავლური განათლება არ მიუღიათ, მშვენივრად ახერხებდნენ შავზე თეთრის თქმას და პირიქით. ის, რომ უკეთესი უმაღლესი სკოლის დიპლომირებული სპეციალისტები ხართ, არაფრით განსხვავებთ საბჭოთა პარტიის ინსტრუქტორებისგან, რომლებიც გუნდში გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობაზე გყავთ. როცა მედიასთან და საზოგადოებასთან საუბრისას აცხადებთ, რომ არ არსებობს არაფორმალური მმართველობა და არ შეგიმჩნევიათ ამის ნიშნები, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება აღიაროთ, რომ 4 წლის მანძილზე მყოფ საპარლამენტო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას დილეტანტიზმისა და უპასუხისმგებლობის გამო, სჭირდებოდა ,,მკაცრი ხელი'' და მრჩეველი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა ,,საჯარო ინტერესებიდან'' გამომდინარე სახლიდან ემართა ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ, დიდ შეღავათს ესეც ვერ მოგცემთ, დაუშვებელია მაფიოზურ – ნათლიმამური სტილით ქვეყნის მენეჯმენტი, მაგრამ იმას მაინც მოგცემთ, რომ თქვენ არ გახდებით ზემოჩამოთვლილი მარგინალ–ოდიოზებს შესადარებელი კადრები. თუ იტყვით, რომ პირადად ივანიშვილისგან მიიღეთ დაპირება, რომ ის აღარ ჩაერევა მართვაში და ამის გამო განაცხადეთ პოლიტიკაში ჩართვაზე თანხმობა, ცოტა უფრო მეტი სიმპატია გაგვიჩნდება თქვენს მიმართ და თავს დავატანთ ძალას, რომ ეს ,,ვერსია'' დავიჯეროთ. ერთმანეთის მტრები არ ვართ, იმედია თქვენს წინამორბედებს უკვე ისე არ დაემსგავსეთ, რომ ნაცების მსგავსად ვინც „თქვენიანი" არ არის მტრად არ აღიქვამთ. ცოტა მეტი იფიქრეთ, ლამაზად გამოწყობილი და ივანიშვილის წარსულში გაწეული ,,ქველმოქმედებით'' დებატებში შემოსვლა მაინც და მაინც პოლიტიკოსობას არ ნიშნავს, თქვენგან ჩვენ სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობას და კონკრეტულ რეფორმებზე ორიენტირებულ წინადადებებს ველოდებით." - აცხადებს ირაკლი ღლონტი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი