„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრები აღარ არიან.
მისი თქმით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები ასრულებენ პირობას, რაც მათ საჯაროდ თქვეს, რომ ვიზიტების დასრულების შემდეგ თანამდებობებს დატოვებდნენ.
„დავით უსუფაშვილმა პარტიის ოფისში თქვა, რომ ჩვენი მინისტრები ბოლო ვიზიტებს დაამთავრებენ და შემდეგ აღარ იქნებიან მინისტრები. თინა ხიდაშელს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაატა ზაქარეიშვილს - გერმანიაში. ორივე მათგანი ჩამოვიდა. ბუნებრივია, რომ არც ერთი დღეს არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე - ისინი ასრულებენ იმ პირობას, რაც „რესპუბლიკურმა პარტიამ” და მინისტრებმა საზოგადოებას მივეცით, რომ ისინი საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართულნი. არის რაღაც რამდენიმე დღიანი პროცედურა, რომელიც დასამთავრებელია. ისინი მინისტრები არ არიან,”-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „იმედთან“ საუბარში.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თანამდებობების დატოვების შესახებ მიმდინარე წლის 12 ივლისს "რესპუბლიკური პარტიის" პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.