საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.
მისი თქმით, მთავარი პროკურორი პასუხისმგებლობას იღებს, რომ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ ღიად ვილაპარაკეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამოძიებას. ასევე იმას, თუ რასთან არის დაკავშირებული ჩვენი ეჭვი და კითხვის ნიშნები გამოძიების ობიექტურობასთან მიმართებაში. მისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა, რომ ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. მეორე მხრივ, მოსამართლეებმა, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართ შურისძიების მხრივ საშიშროება არ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ პიდად გვექნება კონტაქტი. ასევე დავაყენე პრეტენზიები, რაც ჩვენ გვქონდა იმასთან მიმართებაში, რომ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როდესაც იყო ზეწოლის ფაქტებზე საუბარი, მივმართეთ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და ასევე აჭარის პროკურატურას, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.