კახა კოჟორიძე შსს-ს პრეზიდენტის სიძესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
28-07-2016, 10:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო კანონი დაარღვია.

 

 

კერძოდ კი კახა კოჟორიძე შსს-ს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

 

 

„იმთავითვე არსებობდა მთელი რიგი კითხვის ნიშნები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ იხილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი. ეს ერთი კანონდარღვევა - მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება“, - განაცხადა კოჟორიძემ.

 

 

მისივე თქმით, მეორე კანონდარღვევაა ის, რომ გოგოჭური ნასამართლეობის შესახებ ცნობას ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ვერ იღებს.

 

 

„მეორე - მინდიამ უკვე მესამე დღეა რაც მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ძალიან მარტივი რამე - ნასამართლეობის ცნობა. მან გადაიხადა საფასური იმისთვის, რომ ეს ცნობა დაჩქარებულად, 1 საათში მიეღო, თუმცა დღემდე არ მიუღია... მთლიანობაში არაჯანსაღი სიტუაცია იქმნება მთელი ამ საქმის ირგვლივ, რომელსაც სჭირდებოდა ჩვეულებრივად, სტანდარტულად სამართლებრივი პროცედურებით ჩატარებული გამოძიება და კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით შედეგის დადება“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

 

 

შსს-მ მიმდინარე წლის 25 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარდა მინდია გოგოჭურის კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

 

 

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:

 

 

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.

 

 

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.

 

 

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 301
#301   Kimberly
      
19 ნოემბერი 2026 10:19
#300   Tommy
      
References:


Payid instant withdrawal pokies https://velling-ashby-3.blogbright.net
18 ნოემბერი 2026 17:42
#299   Nancy
      
References:


Casinos online españoles bizum https://rdcvw.com/?545113
17 ნოემბერი 2026 09:19
#298   Retha
      
References:


Zagraniczne kasyna depozyt visa gry kasynowe na prawdziwe pieniadze karta
17 ნოემბერი 2026 02:44
#297   Dessie
      
References:


Mobile casino payid http://bbs.xingxiancn.com/
16 ნოემბერი 2026 11:41
#296   Bernardo
      
16 ნოემბერი 2026 11:30
#295   Autumn
      
References:


Kasyno bonus depozytowy przelewy24 instapages.stream
16 ნოემბერი 2026 06:28
#294   Marion
      
References:


Transaction casino paypal casino en ligne francais fiable paypal
14 ნოემბერი 2026 03:59
#293   Anna
      
References:


Payid pokies no deposit bonus 5 dollar deposit pokies
payid
11 ნოემბერი 2026 08:29
#292   Jeffry
      
References:


Top rated neosurf casinos neosurf casino table games australia
10 ნოემბერი 2026 15:53
#291   Olivia
      
References:


Bank transfer accepted casinos https://bbs.kxwh.cn/home.php?mod=space&uid=423894
10 ნოემბერი 2026 12:57
#290   Ryder
      
References:


How to use neosurf at casino australia https://headlinebeacon.space/
10 ნოემბერი 2026 10:34
#289   Elmo
      
References:


Neosurf casino sign up bonus australia $1 minimum deposit casino neosurf australia
10 ნოემბერი 2026 05:40
#288   Leonora
      
References:


Neosurf casino vip program australia https://codimd.go.tulsacounty.org/j7dXMJDXTh-Zd3GdzAmkcA
9 ნოემბერი 2026 13:43
#287   Catharine
      
References:


Deposit with idebit at online casino mccarthy-harrison-7.technetbloggers.de
9 ნოემბერი 2026 09:46
#286   Angeles
      
References:


Mobile pokies deposit bpay bpay
pokies real money
30 ოქტომბერი 2026 01:09
#285   Brianne
      
References:


Fast payout MiFinity casinos Australia https://sciencemission.com/
27 ოქტომბერი 2026 14:00
#284   Cruz
      
References:


Neosurf deposit bonus casino neosurf reload bonus casino
27 ოქტომბერი 2026 12:39
#283   Leatha
      
References:


New bpay pokies best BPay casino
bonus Australia
27 ოქტომბერი 2026 08:40
#282   Wilda
      
References:


Aussie pokies bpay http://www.cruzenews.com/
21 ოქტომბერი 2026 22:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 16წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი