ანაკლიაში გამართულ სპორტულ თამაშებში ახალქალაქელმა ჩოგბურთელებმა მესამე საპატიო ადგილი დაიკავეს
28-07-2016, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში საკურორტო ქალაქ ანაკლიაში სკოლის მოსწავლეებს შორის საზაფხულო სპორტული ოლიმპიური თამაშები გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლები მოსწავლეებიც. სპორტული ოლიმპიადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ჩატარდა.

 

 

როგორც Guardian.ge–ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თამაშებამდე მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შერჩევითი შეჯიბრებები გაიმართა. კონკურსში დაახლოებით 2 000 სკოლა მონაწილოებდა. ახალქალაქის ოთხი სკოლის შემადგენლობისაგან შერჩეულმა გუნდმა მაგიდის ჩოგბურთის შესარჩევ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა და ანაკლიაში ოლიმპიურ შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებისას ახალქალაქელმა ჩოგბურთელებმა 12 გუნდს შორის ასპარეზობისას მესამე საპატიო ადგილი დაიკავეს და მუნიციპალიტეტში დიპლომებითა და მედლებით დაბრუნდნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი