საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პირობას დებს, რომ მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის ფაქტის შესახებ პროკურატურა ობიექტურ გამოძიებას ჩაატარებს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ადრინდელ მიმართვებზე რეაგირება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არის ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში. პრემიერიდან დაწყებული ყველა პირობას დებს, რომ ამაზე ობიექტური პროკურატურა არ არსებობს და გამოძიება ჩატარდება. თუ გამოძიება არ ჩატარდა, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ. სიტყვიერი გარანტიები არსებობს, თუმცა, როგორც იტყვიან, „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურორს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.