ზურაბ ჭიაბერაშვილი: სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა
29-07-2016, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერის, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაფლანგა.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს, გიორგი ბადაშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორის, ლაშა თორდიას, საზოგადოებას წარუდგინონ ინფორმაცია იმ გამოძიების შესახებ, რომელიც კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობს.

 


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი სტიქიის კვალზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტოს“ მონაწილეობით ფულის გათეთრებისა და მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით დაუფლება-მისაკუთრების ფაქტი გამოვლინდა.

 


სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩინოვნიკებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები. მოსახლეობა ენდობოდა მათ, ვინაიდან „აგროდაზღვევა“ გამოცხადებული იქნა სახელმწიფო პროგრამად და დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტო“.

 


ამ დრომდე გაურკვეველია დანაშაულებრივად შემუშავებული სქემით დაზარალებული საგარეჯოს რაიონის მოსახლეობის ბედი და მათ ამ დრომდე არ ანაზღაურებიათ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი.

 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ამ ორგანოებმა შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინონ დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცენ ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში.“

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი