თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა, განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.
"მე ის ვიცი, რომ წლების განმავლობაში თქვენს უწყებაში არ განხორციელებულა ძირეული ცვლილებები. ის კი არა, კეზერაშვილით და ახალაიათ დაწყებული, რომელი ერთი მინისტრით დამთავრებული, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია "ნაციონალებისგან" და ასევე, ჩვენი კოალიციის ყოფილი წევრებისგან", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.