ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37 პროცენტი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებს.
სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად რესპონდენტთა 31 პროცენტი ასახელებს ამომრჩეველთა/პარტიის აქტივისტების შევიწროებას, 15 პროცენტი - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემებს, 13 პროცენტი -ხმის მიცემას ერთზე მეტჯერ (კარუსელი), 15 პროცენტი - საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენის ჩაყრას, 14 პროცენტი - ერთი ადამიანის მიერ სხვების ნაცვლად ხმის მიცემას, 13 პროცენტი - ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ სამსახურის შესანარჩუნებლად, 13 პროცენტი - მედიასაშუალებების მიერ კანდიდატებისა და პარტიების არათანაბარ გაშუქებას, 13 პროცენტი ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვას.
რაც შეეხება შეკითხვას, რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, რესპონდენტთა 41 პროცენტმა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა, 14 პროცენტმა პარტიის პოზიცია ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 11 პროცენტმა პარტიის პოზიცია ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 9 პროცენტმა პარტიის პოზიცია კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 8 პროცენტმა პარტიის პოზიცია საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, 6 პროცენტმა კი პარტიის პოზიცია განათლებასთან დაკავშირებით დაასახელა.
კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC – საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.