NDI-ს კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 13%  - „ნაცმოძრაობას”, 4% -  პაატა ბურჭულაძის პარტიას
29-07-2016, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 17 პროცენტი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 13 პროცენტი კი - „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

 

კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 38 პროცენტმა არ იცის ვის მისცემდა ხმას, 14 პროცენტმა პასუხზე უარი განაცხადა, 5 პროცენტი არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 4 პროცენტი - მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის“, 3 პროცენტი - „პატრიოტთა ალიანსს“, ხოლო სხვა პარტიებს - 7%.

 

 

სხვა პარტიებში კი შედიან: ”თავისუფალი დემოკრატები”, ლეიბორისტული პარტია”, ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”გირჩი”, რესპუბლიკური პარტია”, ”თავისუფალი საქართველო”, ”ქართული პარტია”, ”ეროვნული ფორუმი”, ”კონსერვატიული პარტია”, ”ქართული დასი”, ”მრეწველები”, ”მემარცხენე ალლიანსი” და ”ახალი მემარჯვენეები”.

 

 

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა.

 

 

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC – საქართველო ატარებს.

 

 

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი