პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, რომელიც „ქართულ ოცნებას აწყობს.
„NDI-ის კვლევაში, ჩვენი პარტიის ადგილი რომ არ ჩანს, უკვე ცხადია, რომ კვლევა გაყალბებულია. ეს კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, რომელიც ასევე აწყობს „ქართულ ოცნებას”, - განაცხადა მეჭიაურმა.
NDI-მ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა, სადაც პარტიების ჩამონათვალში თამაზ მეჭიაურის პარტია არ არის ნახსენები.
კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC – საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.