პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრემიერ მინისტრის ხედვა იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჯობდა სხვა პარტიის წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ პრემიერი შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან მნიშვნელოვან საქმეებს.
„დარწმუნებული ვარ, ის შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია თეონაა აქუბარდიას ან დავით ზალკალიანის თავდაცვის მინისტრის პოსტზე შესაძლო დანიშვნაზე, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ „ამ თემაზე პრივილეგიაც და ტვირთიც პრემიერისაა”.
„აქ არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი ოფიციალურად არ ერთვება, არაოფიციალურად კონსულტაციების საკითხი სხვა საქმეა, მაგრამ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრია ამ საქმეში გადამწყვეტი უფლების მქონე ადამიანი”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ მინისტრებმა - თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დატოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.