შს მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის სიძეზე: ნასამართლობის ცნობის დაჩქარებულად გაცემა არ ხდება, როცა პირი მრავალჯერ ნასამართლევია
29-07-2016, 04:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი.

 

 

ხუციშვილის თქმით, ყველა მათგანი უნდა შეიკრიბოს, სასამართლოდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნოს, რომ მოხდეს ნასამართლობის გაქარწყლების გამოთვლა.

 

 

აღნიშნულით შს მინისტრის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველს, კახა კოჟორიძეს ეხმაურება, რომელმაც შსს პრეზიდენტის სიძესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, მეორე კანონდარღვევაა ის, რომ გოგოჭური ნასამართლობის შესახებ ცნობას ითხოვს, რომელსაც ამ დრომდე ვერ იღებს.

 

 

„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომსახურების სააგენტო დაჩქარებულ ვადაში არ გასცემს ნასამართლობის ცნობას, არის ის, როდესაც პირი მრავალჯერ ნასამართლევია და ყველა განაჩენი არ არის ადგილზე იმისთვის, რომ დაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაქარწყლებულია ნასამართლობა თუ არა“,-განაცხადა მან.

 

 

შალვა ხუციშვილის განცხადებით, მინდია გოგოჭურის  შესახებ შსს-მ გარკვეული კატეგორიის გარკვეული მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად.

 

 

„ერთადერთი პრეტენზია იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე. მინდა გითხრათ, რომ შსს-მ გარკვეული კატეგორიის გარკვეული მონაცემები გაავრცელა, თუმცა ისინი გავრცელდა დეპერსონიფიცირებულად, ანუ სახელი და გვარი მითითებული იყო ინიციალებით, ისე რომ ამ პირის ამოცნობა არ ყოფილყო შესაძლებელი. კერძოდ, სახელი იყო მითითებული, მაგრამ გვარი არ იყო”, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

შსს-მ მიმდინარე წლის 25 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩატარდა მინდია გოგოჭურის კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა.

 

 

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრეზიდენტი დღევანდელ განცხადებაში, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს, კერძოდ:    

 

 

შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება). ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სამართალდამცველების მიერ, თბილისში, 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თორნიკე კ.-ს, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ თ.-ს და 1989 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი მინდია გ.-ს. აქედან, ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი. აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მიხეილ თ.-სა და მინდია გ.-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ. -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი.    

 

 

ამავე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა მინდია გ.-ს კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, არ დამდგარა.    

 

 

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი