საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას აქვს იმის მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები არ დაემორჩილებიან ზეწოლას.
”საჭიროა, რომ დასმულ საკითხს, რაც შეიძლება სწრაფად გაეცეს რაც შეიძლება ამომწურავი პოლიტიკური პასუხი. მოლოდინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ არის ის, რომ რაც არ უნდა ზეწოლას ახორციელებდეს ვინმე, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, დღევანდელი, თუ წინა ხელისუფლებიდან, თუ ხელისუფლებასთან დაუკავშირებული ადამიანისგან, მოლოდინი მაქვს 9 ადამიანისგან, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ზეწოლას არავითარ შემთხვევაში. პროკურორის მხრიდან მაქვს მოლოდინი, რომ მას ძალიან კარგად აქვს გააზრებული თუ რამხელა პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ ადამიანებს, ზუსტად მასთან გვაქვს ვალდებულება, ვილაპარაკოთ სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. პროკურორმა უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.