სალომე სამადაშვილი: ის, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, ერთ ფაქტზე მიუთითებს - ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებს
29-07-2016, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ის, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის  მიხედვით, ამომრჩევლის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, პირდაპირ მიუთითებს ერთ ფაქტზე - ისინი ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას აღარ აპირებენ.

 

 

მისი თქმითვე, ის, რომ ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო კამპანია ახალი დაწყებულია.

 

 

„ეს ამომრჩეველი დღევანდელ ხელისუფლებას ხმა აღარ მისცემს, რადგან ყველამ ნათლად დაინახა ამ ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეეძლო. რაც შეეხება იმას, რომ ამომრჩევლებს სხვა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, ეს იმიტომ ხდება, რომ საარჩევნო კამპანია ახალი დაწყებულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როდესაც ამომრჩევლამდე გზავნილების მიტანა ახალი დაწყებული იყო, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი გვექნება მდგომარეობა, როცა ამომრჩეველი საკმარისად იქნება ინფორმირებული. თუმცა, აქვე მინდა ვისაუბრო ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე - ის ვალდებულია ოპოზიციურ სპექტრს შესაძლებლობა მისცეს ჩაატაროს ნორმალური საარჩევნო კამპანია და ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში - ძალადობის, თავდასხმის და გამოუძიებელი ინციდენტების სახით, რა თქმა უნდა, ასეთი გარემოს შექმნას ხელს უშლის” ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 პროცენტს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე. კვლევის თანახმადვე, რესპონდენტთა 38 პროცენტს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემდა ხმას არჩევნებზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს.  

 

 

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა.  NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC – საქართველო ატარებს.   საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი