პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ევა გოცირიძე ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეირჩა.
მისი თქმით, არავინ ამბობს, რომ ანა დოლიძე კარგი და კვალიფიციური იურისტი და ადამიანის უფლებათა კარგი დამცველი არ არის, მაგრამ როგორც ბესელია განმარტავს, ევროსაბჭოს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმია კანდიდატის მიერ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება და სტაჟის ქონა.
“პირველ რიგში, იმ შეფასებაში, რომელიც ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა და ექსპერტთა საბჭომ გამოაგზავნეს, არის კრიტიკული შენიშვნა წარდგენილ კანდიდატთაგან ორი კანდიდატის მიმართ. განსაკუთრებით ქალი კანდიდატის მიმართ იყო კრიტიკული შენიშვნები, რომ მისი მონაცემები იმ აუცილებელ კრიტერიუმს არ შეესაბამება, რაც ევროსასამართლოში მოსამართლეთა გამწესებისთვის არსებობს. ეს წერილი არის კონფიდენციალური, მაგრამ ასეთი დასკვნა არსებობს. ამის შესაბამისად გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. თუკი ჩვენ არ გავიზიარებთ იმ კონსულტანთა მოსაზრებებს, რომლებიც წარდგენილ კანდიდატებს აფასებენ, შეიძლება საბოლოოდ, ასეთი სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ გაიზიაროს. ამასთან, ქალბატონი ისევ ქალბატონით უნდა შეცვლილიყო. რატომ ევა გოცირიძის კანდიდატურა? - გამომდინარე იქიდან, რომ თავად ევროპის საბჭო ადგენს კრიტერიუმს, რომ კანდიდატი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი სასამართლო სისტემაში, უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების სფეროში მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო სამართლის ცოდნა, სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, სიაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
იგი თვლის, რომ ამ თვალსაზრისით არავითარ პროცედურულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კანდიდატების წარდგენა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე გარანტირებულად გამარჯვებული იქნება.
“გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული პროცედურით ხდება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოსამართლეს ფარული კენჭისყრით ირჩევს. იმის მიუხედავად, თუ ვის ვინ მოსწონს, გადაწყვეტილებას იღებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, ფარული კენჭისყრით. ამას წინ უძღვის კიდევ ერთი პროცედურა - ეს არის კომიტეტის სარეკომენდაციო წერილი“, - აღნიშნა ბესელიამ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძეს ევა გოცირიძე ჩაანაცვლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.