მოძრაობის ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამომრჩეველთა იმ 57%-დან, რომელსაც NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას, ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან მცირე ნაწილი თუ დაუჭერს მხარს. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები არაპროგნოზიერებადია.
”ჩვენთვის მნიშვნელოვანი და უპირველესია მონაცემები, სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ს აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ამომრჩეველთა იმ დიდ ნაწილზე, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას და ასეთია გამოკითხულთა 57%. მინდა დაგარწმუნოთ, და ეს კვლევებიდანაც ჩანს, ამ გადაუწყვეტელი 57%-დან ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან მცირე ნაწილი თუ დაუჭერს მხარს. და ბოლოს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამყარებს ჩვენს პოზიციებს ჩატარებულ კველევასთან დაკავშირებით, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათლად შავით თეთრზე წერია- ”მოსახლეობის უმეტესობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობა სურს, თუმცა ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არა აქვს თუ ვის მისცემს ხმას; შესაბამისად, არჩევნების შედეგები არაპროგნოზიერებადია. თითოეული პარტიის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მომავალი არჩევნების შედეგების გამოსაცნობად არ გამოდგება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაძიზემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.