დღეს (11 თებერვალი, 2015) ქალაქ სენაკში, სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ საზოგადოებას 2013-2014 წლების ანგარიში წარუდგინა.
თავის გამოსვლაში გამგებელი სენაკის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებსა და გამგეობის სტრუქტურების საქმიანობის ყველა სფეროს შეეხო. მან მადლობა გადაუხადა თავის გუნდს და აღნიშნა, რომ მუშაობა უწევდათ ურთულეს რეჟიმში. როგორც გოჩა დგებუაძემ აღნიშნა, სამი სერიოზული სტიქიის გადატანისა და ორი არჩევნების ფონზე დაიდო სერიოზული შედეგები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროექტებს, რაც მისი თქმით, განაპირობებს მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას.
,,2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა ადამიანის, ხალხის ფაქტორმა, მოსახლეობის ინიციატივამ. დღეს ხალხს აქვს საშუალება აკონტროლოს და შეაფასოს თვითმმართველ ორგანოთა საქმიანობა. საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობისა და ურთიერთთანამშრომლობის შედეგად სენაკში მრავალი სასიკეთო სიახლე დაინერგა, საფუძველი ჩაეყარა წინსვლისა და განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებაა კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების განხორციელების გარკვეულ ეტაპზე ანგარიშით წარდგნენ ხალხის წინაშე, თუ რა გაკეთდა და რა პრიორიტეტებია დასახული სამომავლოდ'', - განაცხადა გოჩა დგებუაძემ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის მიმართულების სარდლობა, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სენაკის საზოგადოება.
დღესვე ეგრისობის ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაციაც გაიმართა. ღონისძიება კი ახლადშექმნილი ანსამბლის, ,,სენაკის’’ მიერ შესრულებული ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.