საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას განცხადებით, მერაბ ტურავას განცხადებით, როდესაც კეთდება განცხადება მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ, განცხადების გამკეთებელს გვერდით მინიმუმ ის მოსამართლე უნდა ედგეს.
ამის შესახებ ტურავამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურაში მისვლისას განუცხადა.
მისივე თქმით, არასდროს ინფორმაცია არ მიუღია და არ მოუსმენია მისი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.
„ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, პირველი ჩვენ ვყოფილიყავით ინფორმირებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ასეთი ზეწოლის ფაქტს ადგილი. დღემდე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იგულისხმება. მე ასე წარმომიდგენია, როდესაც სასამართლო აკეთებს განცხადებას მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მინიმუმ, განცხადების გამკეთებელს გვერდით უნდა ედგეს ის მოსამართლე, რომელზეც ვინმე ზეწოლის განხორციელებას შეეცადა”, - აღნიშნა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოკითხვაზე დაიბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.