ნინო ბურჯანაძე NDI-ს კვლევაზე: პირველად დამწყდა გული რომ არ ვარ კაცი და თან კახელი
29-07-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რაც შეეხება იმ კვლევებს, რომელიც ახლა გამოქვეყნდა, როგორ გითხრათ? ადეკვატური კომენტარი რომ გააკეთო, ასეთ შემთხვევაში უნდა ვიყო კაცი და სასურველია კახელი“,- ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შესახებ.

 

 

მისი თქმით, ადეკვატური კომენტარი ამ კვლევებთან დაკავშირებით ძნელი გასაკეთებელია.

 

 

„პირველად დამწყდა გული რომ არ ვარ კაცი და თან კახელი, ხოლო რაც შეეხება სხვა შეფასებას,ერთი შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს ძალიან გულზე მოხვდათ საქართველოს უბლოკო სტატუსი, რაც არის საქართველოს რეალური გამთლიანების და ეკონომიკური წარმატების რეალური საფუძველი. ერთი რამ ფაქტია, ორი დღის წინ იყო გამოქვეყნებული,რომ ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულია რაოდენობა იმ ადამიანებისა ვისაც უნდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, სწორედ რუსეთთან წარმოუდგენია. ამ ფონზე ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა დღეს, ის კომენტარები და ციფრები რომლებიც გამოქვეყნდა, როგორც მოგახსენეთ, იმსახურებს იმ კომენტარს, რომელსაც მე ადეკვატურად ვერ გავაკეთებ“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მისი ცნობით, „დემოკრატიულ მოძრაობას“ პრაქტიკულად ძალიან ინტენსიური კამპანია ჯერ დაწყებული არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან მუშაობს. ბურჯანაძის თქმით, სამწუხაროდ, პარტიის აქტივობები არ შუქდება ისეთი ინტენსივობით გარკვეული ტელევიზიების მხრიდან.

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუცრუვდება იმედი, ვინც ჩვენი არა კეთილმოსურნეა, არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს და ძალიან ბევრი ის ადამიანი, რომელიც გონივრულად უყურებს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობას გახარებული, დარჩება იმ შედეგით, რომელსაც ჩვენ არჩევნებზე მივიღებთ“,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი