საქართველოში კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა BGEO-მ 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა.
როგორც BGEO-ში აცხადებენ, ეს არის საქართველოდან კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ყველაზე გრძელვადიანი ევროობლიგაციის განთავსება.
მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას BGEO ქართული კომპანიების განვითარებაში მოახდენს.
„მოხარული ვარ, რომ ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ინვესტიციების მოზიდვას და 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი გვაქვს მოზიდული. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქართულ კომპანიებში ვახორციელებთ. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, ქართული კომპანიების გაფართოება, განვითარება, მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სამომავლოდ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ”, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7-წლიანია, 2023 წლამდე ვადით და 6.0% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ჯგუფისათვის კი ეს რიგით მესამე ევროობლიგაციების განთავსებაა: 2007 წელს ჯგუფმა 200 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2012 წელს 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. ევროობლიგაციების განთავსების პროცესს უხელმძღვანელა ბანქ ოფ ამერიკა მერილ-ლინჩმა (BofA Merrill Lynch) და ჯეიპი-მორგანმა (J.P. Morgan), გალტ ენდ თაგარტთან ერთად, რომელიც განთავსების თანახელმძღვანელი იყო. გამოშვებულ ობლიგაციებს ფიჩმა (Fitch) და მუდისმა (Moody's) BB- და B1 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭეს. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.