მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო
29-07-2016, 08:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

 

 

სიმბოლური კაფსულა დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან, მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, ტრანსპორტის სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის უფროსებთან ერთად ჩადო.

 

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოემსახურება ახალ ავტობუსებს, იქნება 370 ავტობუსზე გათვალისწინებული ავტობაზა. ახალი ავტობუსები სექტემბრის ბოლოდან ეტაპობრივად შემოვა ქალაქში და განთავსდებიან აქ. ავტობუსების შემოყვანა  მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება და შესაბამისად, გაზაფხულზე დასრულდება ამ ავტობაზის მშენებლობა. აქ მოხდება მათი საწვავით უზრუნველყოფა, ტექნიკური მომსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

მერიის ინფორმაციით, ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით  ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. პროექტში გათვალისწინებულია შემდეგი ობიექტების მშენებლობა: ადმინისტრაციული შენობა, პანორამული ხიდი და გამშვები პუნქტი, სერვისცენტრები, საწვავგასამართი და გაზგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და სხვა დამხმარე ობიექტები.

 

 

ავტობაზა 377 ავტობუსის პარკირებას ითვალისწინებს.

 

 

„ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, რაც  ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის  გეგმიურ შეკეთებას. კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს“,-აცხადებენ მერიაში.

 

 

მშენებლობა მომავალი წლის მარტში დასრულდება და როგორც უწყებაში განამრტავენ, სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს კომპანია „მანის“ ახალ ავტობუსებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი