ინდოეთში, დალითში მამაკაცს თავი მოჰკვეთეს და მის ცოლს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს მას შემდეგ რაც 15 რუპიის (22 ცენტი, დაახლოებით 50 თეთრი) ვალის გამო ჩხუბს ჰქონდა ადგილი.
პოლიციის განცხადებით, წყვილი მაღალი, პრივილეგირებული კლასის სურსათით მოავაჭრემ ხუთშაბათს მოკლა, მას შემდეგ რაც ცოლ–ქმარმა უთხრა მას, რომ სჭირდებოდათ დრო იმისათვის, რომ მისგან ნაყიდი ნამცხვრის საფასური გადაეხადათ.
სასურსათო მაღაზიის გამყიდველი დაპატიმრებულია.
პოლიციის ცნობით, ინციდენტი დალიტში, მაინპურის რაიონში ხუთშაბათს ადრე მოხდა, როცა ცოლ–ქმარი სამსახურში მიემგზავრებოდა.
ისინი მაღაზიის მეპატრონემ, აშოკ მიშრამ გააჩერა და მოსთხოვა გადაეხადათ ფული იმ სამი ნაჭერი ნამცხვრისთვის, რომელიც მათ თავიანთი სამი შვილისთვის რამდენიმე დღის წინათ შეიძინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა მას უთხრა, რომ ისინი საღამოს გადაიხდიდნენ ვალს, მას შემდეგ რაც ყოველდღიურ გასამრჯელოს მიიღებდნენ.
"იმ დროს როცა მიშრა გაჰყვიროდა და ფულს ითხოვდა, ცოლ–ქმარმა მინდვრებისკენ დაიწყო ფეხით სვლა. ამის შემდეგ მიშრამ მის ახლომდებარე სახლში შეირბინა და ნაჯახით დაბრუნდა. მან ნაჯახის რამდენიმე მოქნევით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბჰარატს და შემდეგ თავს დაესხა მის ცოლს, რომელიც ქმრის გადარჩენას ცდილობდა. ცოლ–ქმარი იმწამსვე, ადგილზევე გარდაიცვალა", – განუცხადა სოფლის მკვიდრმა ნადიმმა, ინდოეთის ერთ–ერთ გაზეთს.
დალითის საზოგადოებამ მომხდარი ინციდენტის გააპროტესტების მიზნით სოფელში გზები გადაკეტა.
ივლისის დასაწყისში დალითის დაბალი წოდების ოთხ ადგილობრივ მამაკაცს თავს დაესხნენ ძროხების დამცველები მაშინ, როცა დასავლეთ გუჯარათის შტატში ისინი მკვდარი ძროხის გატყავებას ცდილობდნენ.
ბევრი ინდუსი ძროხას წმინდანად მიიჩნევს და ინდოეთის ბევრ შტატში საქონლის დახოცვა აკრძალულია.
მარტში, დალითში მამაკაცი იმის გამო მოკლეს, რომ იგი მაღალი კლასის წოდების ქალზე დაქორწინდა. ქალის მამამ აღიარა რომ დანაშაული მან დღისით ხალხმრავალ ადგილას ჩაიდინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.