„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალი არჩევნებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ მინისტრი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.