„მთელი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არის ეჭვმიტანილი, რომ ის იმყოფება ზეგავლენის ქვეშ, რომ ის ვერ მიიღებს ობიექტურ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას“,-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ.
მისი თქმით, განცხადება, რომელიც არ არის შეთანხმებული პლენუმის წევრებთან და რომელიც შეეხება საჯარო ბრალდებას, გარკვეული პოლიტიკური ელემენტების მატარებელია.
„ასეთ ვითარებაში სანამ არ დადგინდება რომელი მოსამართლის მიმართ და ვის მიერ ხდებოდა ზეწოლა, ასევე რა ფორმების მატარებელი იყო ზეწოლა, ასევე რა ფორმების მატარებელი იყო ზეწოლა, ამ საკითხების გარკვევის გარეშე, მე ვფიქრობ, ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდი იქნება. ის საზოგადოების მიერ არ იქნება აღქმული როგორც სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი“, -აღნიშნა მერაბ ტურავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე გამოკითხვაზე დაიბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.