გურამ ადამაშვილი: „პოზიციას“ მიერ გამოკითხულთაგან არც ერთს არ მიუღია NDI-ის კვლევაში მონაწილეობა
29-07-2016, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორის, გურამ ადამაშვილის შეფასებით, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, კერძოდ კი პოლიტიკური ნაწილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, არ ასახავს სინამდვილეს.

 

 

მისი თქმით, NDI-ის კვლევებისადმი საზოგადოებაც სკეპტიკურად არის განწყობილი.

 

 

როგორც გურამ ადამაშვილი აცხადებს, NDI-ის შედეგები ძალიან ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.

 

 

„შეუძლებელია NDI-ის კვლევას შედეგები სწორი იყოს, თუნდაც 2012 წლის არჩევნები, რომ გავიხსენოთ, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შედეგები ერთ თვეში ჩატარებული არჩევნების შედეგისგან რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. NDI კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დაკვეთით მუშაობს და ისე წარმოაჩენს რეალობას თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდეს. 2012 სექტემბერში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, NDI -ს კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას - „ნაციონალური მოძრაობა" – გამოკითხულთაგან 37 პროცენტმა დაასახელა, „ქართული ოცნება" კი - 12 პროცენტმა, რეალურად კი ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ", თითქმის, 55 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ კი -  40 პროცენტი“,-განაცხადა მან.

 

 

გურამ ადამაშვილი ასევე, ამბობს, რომ დღეს მისმა ორგანიზაცია „პოზიციამ“ ქუჩაში ხალხის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ 100 ადამიანიდან ბოლო წლების მანძილზე NDI-ის არც ერთი მათგანი არ გამოუკითხავს.

 

 

„დღეს ჩვენ ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ 100 ადამიანიდან არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი ვინც, ბოლო წლების განმავლობაში NDI-მ გამოკითხა“,-განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 

 

NDI-მ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 4 113 ადამიანი გამოიკითხა. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი