„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში კი - ზაქარია ქუცნაშვილი
29-07-2016, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დაასახელა.

 

 

„ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი, იგი გახლავთ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი იქნება გამოცდილი პარლამენტარი, მთის კანონის თანაავტორი ზაქარია ქუცნაშვილი.

 

 

„არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ ყურადღებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ვინაიდან სამი რაიონი გაერთიანდა, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთის რაიონებს წარმომადგენლობა პროპორციულ საპარლამენტო სიაში ეყოლებათ.

 

 

მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

 

 

„მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ჩვენ ფიცს ვდებთ, აქ, ამ წმინდა მიწაზე, რომ მოვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული თქვენგანის ინტერესს და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამის წინაპირობაა პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი