გიორგი კვირიკაშვილი: პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია
29-07-2016, 12:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება ადამიანებს გვერდით დაუდგა და სასწრაფოდ გადასაწყვეტი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა, რისთვისაც სახელმწიფომ დიდი რესურსი გაიღო.

 

 

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

 

 

მისი თქმითვე, საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს განვითარებულ სახელმწიფოთა ოჯახში, რომელიც მას ნამდვილად ეკუთვნის.

 

 

„როცა აქ დგახარ, ამ მიწაზე, განსაკუთრებული მუხტი იგრძნობა. არ შეიძლება, სრულად არ გაითავისო, რა ისტორიას, რა წარსულს ატარებს ეს ქალაქი, რამხელა ტრადიციის, რამხელა კულტურის შთამომავალია ეს ქალაქი და შთამომავლები ვართ ყველანი ჩვენ. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს განვითარებულ სახელმწიფოთა ოჯახში, რომელიც მას ნამდვილად ეკუთვნის. ისტორიული სწრაფვა დასავლური ღირებულებებისაკენ, ეს ჩვენი მოთხოვნილებაა და არა დღევანდელობით მოტანილი საჭიროება. საქართველო იქნება განვითარებული და წარმატებული ევროპული ქვეყანა. ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს, ამას, შინ და გარეთ, თანამიმდევრული, გონივრული პოლიტიკის გატარება სჭირდება; და ამას სწორედ „ქართული ოცნება, ჩვენ გავაკეთებთ... ჩვენი ხალხისათვის არ არსებობს ძალა, რომელიც ერთი ხელის დაკვრით გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ პირობას გაძლევთ, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია ჩვენი ხალხისა და ჩვენი სამშობლოსთვის“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მცხეთა-მთიანეთში. 

 


„რეაბილიტაცია ჩაუტარდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთს; აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა მრავალ სხვა გზასა და ხიდს, სასმელი წყლის სისტემებს, სანიაღვრე და ნაპირსამაგრ სისტემებს, წყალმომარაგებისა და სარწყავ სისტემებს; აშენდა და განახლდა საბავშვო ბაღები, სკოლები; გამრიცხველიანდა და 30 ათასზე მეტ ოჯახს სტაბილურად მიეწოდება ელექტროენერგია. „სინათლე ყველა სოფელს“ პროექტის ფარგლებში ელექტრიფიცირდა უშუქო სოფლები, წლის ბოლომდე კი, დასრულდება კიდევ რამდენიმე ათასამდე ოჯახის ელექტრიფიცირება; ბუნებრივი აირის ქსელში ჩაერთო 7 ათასამდე ოჯახი; წლის ბოლომდე კიდევ 1500-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება. ამოქმედებულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა ჩვენი მეწარმეების, გლეხებისა და ფერმერების დასახმარებლად, რომელთა ფარგლებშიც გაიხსნა და გადაიარაღდა საწარმოები, დამუშავდა მიწები, მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მაღალ მთაში სტიქიური უბედურებისა და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციების პრევენციის მიზნით - დარიალის ხეობაში დამონტაჟდა თანამედროვე სასიგნალო სისტემა, რომლის მეშვეობით, ბოლო სტიქიის დროს ხალხის დროულად ევაკუაცია მოხერხდა; ასევე, გუდაურში მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული სეზონის ხანგრძლივობა. 

 


„ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა, პირველ რიგში კი, ადგილობრივმა მოსახლეობამ. საქართველოსთვის მთა ბუნებრივი კარიბჭე და მცველია, იქ მცხოვრები თითოეული მოსახლე კი, ჩვენი სამშობლოს ნამდვილი მესაზღვრეა. ამიტომაც, მას განსაკუთრებული ყურადღება და პატრონობა სჭირდება ჩვენგან. ჩვენ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მივაღწიოთ, რომ მთაში დაბრუნდეს.ძირძველი მოსახლეობა და მთა არ დაცარიელდეს. მთის კანონის შემოღებით ჩვენ მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიეთ მთაში მცხოვრებ ჩვენს გმირ ხალხს. პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონრები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მეწარმეები; სოციალური პაკეტით უკვე სარგებლობენ ახალგაზრდა ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები. და კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომლითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, გახლავთ არხოტის 25-კილომეტრიანი გზის მშენებლობა. იცით, რომ პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზა აქამდე არ არსებობდა. ვისურვებდი, რომ არხოტისკენ სამანქანო გზის გაჭრა, მთაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ფუნდამენტი, რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას აძლევს, მომავალ ოთხ წელიწადში კიდევ უფრო მასშტაბური საქმეები წამოიწყოს და ბოლომდე მიიყვანოს. პრემიერმა სიამაყით აღნიშნა მცხეთის უნიკალური ისტორიული ძეგლების დაბრუნება მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში და ეს ღირსშესანიშნავი ამბავი მოსახლეობას მიულოცა. 

 


„ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ! დავასრულეთ ძალადობა და ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება! დღესაც ერთად, სწრაფი განვითარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი შვილების კეთილდღეობას! ამას სთავაზობს დღეს „ქართული ოცნება“ ჩვენს ხალხს! რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას! ამ გზაზე თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, არჩევნებში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი