თბილისის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა
30-07-2016, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარადგინა.

 

 

თბილისის მერიის მოადგილის თანამდებობაზე წარდგენილია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე კი წარდგენილია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ხუცურაულის კანდიდატურა.

 

 

მერის მეორე მოადგილის პოსტზე წარდგენილია იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულია ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი უკლება.

 

 

იურიდიული სამსახურის და არქიტექტურის სამსახურის უფროსების თანამდებობები კი ჯერჯერობით ისევ ვაკანტურია.

 

 

მომავალ კვირას აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებულ საკითხს ჯერ საკრებულოს კომისიებში, ხოლო შემდეგ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი