ნარმანია უარყოფს, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია
12-02-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია უარყოფს, რომ დაკავებული ჯოკია ბოდოკია მისი თანასოფლელი და თანაკლასელია. ნარმანიას თქმით, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ ბოდოკიას მისი [დავით ნარმანიას] ძმა იცავს.

 


"ეს არის აბსოლუტურად აბსურდული განცხადება, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდოკიას ჩემი ძმა იცავს. ჩემი ძმა პროფესიით ადვოკატია, მაგრამ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ინტერესთა კონფლიქტია და ის ვერ დაიცავს მას, მითუმეტეს, რომ საქართველოშიც არ იმყოფება. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება არის ისეთივე სიცრუე, როგორც გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჯოკია ბოდიკია ჩემი თანასოფლელია. ის არის თბილისში დაბადებული, გაზრდილი, ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი და შესაბამისად, ჩემი თანაკლასელი, თანასოფლელი და ბავშვობის მეგობარი ვერ იქნებოდა", - განაცხადა ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ნარმანიამ ასევე კომენტარი გააკეთა იმის თაობაზეც, შეიძლება თუ არა რომ დადგეს მერიაში ბოდოკიას ზემდგომი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. "თუ სამართალდამცველები გამოძიების პროცესში რაიმე დამატებით გარემოებას დაადგენენ, რა თქმა უნდა, რეაგირება იქნება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი