ერევანში შეიარაღებული დაჯგუფების წევრების მხარდამჭერებსა და სპეცრაზმელებს შორის შეტაკება მოხდა
30-07-2016, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, სპეცრაზმელებსა და შეიარაღებული დაჯგუფების (რომლებსაც პოლიციის განყოფილების შენობაში მძევლები ჰყავთ აყვანილი) წევრების მხადამჭერებს შორის შეტაკება მოხდა.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

შეტაკების დროს, ათობით მომიტინგე დაშავდა, სამი შეიარაღებული პირი კი დაიჭრა. საინფორმაციო სააგენტო "სპუტნიკ არმენიას" ცნობით, არეულობის დროს 60-ზე მეტი ადამიანია დაშავებული.

 

 

აქციის დაშლის დროს სპეციალური საშუალებები იყო გამოყენებული. ძალოვანებმა შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

 

პოლიციის პრესსამსახურის უფროსის, აშოტ აღარონიანის ცნობით, წუხელ შენობის მიმდებარედ დემონსტრაცია იმართებოდა, რა დროსაც აქტივისტების ნაწილმა განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა, ამ დროს შენობაში გამაგრებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც პოლიციელები დაიჭრნენ.

 

 

ერევანის პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისიდან იმყოფებიან. ისინი „პოლიტიკური პატიმრების“, მათ შორის  ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას, ასევე სომხეთის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. 17 ივლისიდანვე პოლიციის განყოფილებასთან პოლიტიკური მოძრაობის მხარდამჭერთა აქციებიც იმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი