თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი, გენერალი ჯოზეფ ვოტელი ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში დაადანაშაულა.
ამის შესახებ BBC იუწყება.
თურქეთის პრეზიდენტი ჯოზეფ ვოტელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდისა და დაკავებების გამო ოფიციალური ანკარა გააკრიტიკა.
ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ვინ ხარ შენ? იცოდე შენი ადგილი და იცოდე, რას წარმოადგენ! იმის ნაცვლად, რომ მადლობა გადაუხადო ქვეყანას, რომელმაც დემოკრატიული გზით ჩაახშო აჯანყება, მისი ორგანიზატორების მხარეს იკავებ“, - მიმართა ერდოღანმა ამერიკელ გენერალს.
თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადატრიალების ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილი ფეთჰულაჰ გიულენი ამ დრომდე შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
აღნიშნულ ბრალდებას ჯოზეფ ვოტელი უკვე გამოეხმაურა. ვოტელის განცხადებით, მას სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
გენერალმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებთანაც შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობდნენ, დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ.
„ნებისმიერი ინფორმაცია, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან მქონდა რაიმე კავშირი, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
თურქეთში მიმდინარე წლის, 15 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ მალევე დაამყარა კონტროლი ქვეყანაში. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 265-მდე აღწევს, 1 440 კი მძიმედ არის დაშავებული.
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ადამიანი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.