ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩეველს მიმართავს.
ცესკოს-ს ცნობით, შაბათ-კვირას, 30-31 ივლისს, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე იმუშავებენ იუსტიციის სახლის ფილიალები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები და საზოგადოებრივი ცენტრები, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ რეგისტრაცია იმისათვის, რათა 2016 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითების საფუძველზე.
„საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, - გაიაროთ რეგისტრაცია 1-ელ აგვისტომდე“,-აცხადებენ ცესკო-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.