ქობულეთის მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, „აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ინიციატივითა და მისი აღმასრულებელი დირექტორის რევაზ ჯორბენაძის დაფინანსებით ქობულეთის სამედიცინო ცენტრში ტარდება.
როგორც Guardian.ge-ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამედიცინო კონსულტაციები კლინიკის წამყვანმა სპეციალისტებმა ჩაატარეს. პაციენტებს გაეწიათ უფასო კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული კონსულტაციები, ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული და ექოკარდიოსკოპიული კვლევები.
აქცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.