სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski მუქარის შემცველი ინფორმაცია გაავრცელა.
აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი - ვახტანგ ხანგოშვილი.
ამავე დღეს ვახტანგ ხანგოშვილის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა განხორციელდა.
დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.