გიორგი კვირიკაშვილი: ბევრი გვაქვს საამაყო
30-07-2016, 06:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღევანდელი საარჩევნო კამპანია თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც 2011 წლის შემოდგომაზე და მთელი 2012 წლის განმავლობაში ხდებოდა, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

მისი თქმით, ყაზბეგში ცხოვრობს განსაკუთრებულად გმირული სულის ხალხი.

 

 

„მე დღეს თქვენთან ვარ და გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ მომდევნო 4 წელი კიდევ ერთად. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გავიარეთ 2012 წლიდან მოყოლებული.

 

 

ბევრი გვაქვს საამაყო, გარდა იმისა, რომ ადამიანები თავისუფლები არიან, ჩვენ შევძელით, რომ იმ უმთავრესი საკითხებისთვის მიგვექცია ყურადღება, რომელიც ყოფნა-არყოფნის საკითხებად გვევლინებოდა წლების განმავლობაში, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა .

 

 

მან მასწავლებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი გმირულ საქმიანობას ეწევიან, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.

 

 

„მასწავლებელი განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გაცილებით უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.

 

 

„დღეს ჩვენ გაცილებით უფრო ამბიციური, სწრაფი განვითარება გვჭირდება, სწორედ ამისთვის ჩვენ გვაქვს ის რეფორმათა გეგმა, რომელიც ცოტა ხნის წინ იქნა წარდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ ვაპირებთ, რომ ძირეული ცვლილებები შევიტანოთ, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, ოღონს ეს არ უნდა მოხდეს ის, რომ სახელმწიფო დაუპირისპირდეს მასწავლებელთა კორპუსს, როგორც ეს ხშირად ხდებოდა. მასწავლებელი, რომელიც მართლაც და გმირულ საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში უნდა იყოს გაცილებით უფორ მეტად დაფასებული და რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს მუდმივი გადამზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, იგეგმება ძირეული ცვლილებები უმაღლეს განათლებაშიც, რათა სტუდენტებმა ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს მოთხოვნადია საქართველოში.

 

 

”უმაღლეს განათლებაში ჩვენ ვაპირებთ ძირეულ რეფორმებს, რომ ჩვენი სტუდენტები, რომლებიც ძალიან ბევრ რესურს ხარჯავენ იმაში, რომ 4 წელი ისწავლონ, არ ისწავლონ იმ პროფესიების მიმართულებით, რომლებიც დღეს არ არის მოთხოვნადი საქართველოში, არამედ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც უფრო მოთხოვნადია და პირდაპირ დასაქმდნენ უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ უმაღლესი განათლების პარალელურად, უნდა განვითარდეს და ამაღლდეს პროფესიული განათლების პრესტიჟი.

 

 

„მკაფიოდ გაწერილი გეგმა გვაქვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ბევრი ნაბიჯი გადავდგით კიდეც“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი