პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
პრემიერის თქმით, ზაქარია ქუცნაშვილი იქნება მოსახლეობის ხმა პარლამენტში.
„წარმოგიდგენთ ერთ-ერთ გამოცდილ პარლამენტარს, ახალგაზრდა, თუმცა გამოცდილ კაცს, და რაც მთავარია, ამ მხრის შვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც თქვენი ყველა ტკივილი სტკივა და თქვენი პერსპექტივა საკუთარ პერსპექტივად მიაჩნია, ეს არის ზაქარია ქუცნაშვილი. მხარს ვუჭერ მას”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 4 წლის მანძილზე საქართველოს დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა.
მისივე თქმით, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საქართველომ შეძლო ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე აიცილა ჩრდილოელ მეზობელთან.
„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.