დავით ნარმანია: დედაქალაქს კიდევ ერთ პროექტს ვაჩუქებთ
30-07-2016, 06:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ვ. ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

 

 

გზის კაპიტალური შეკეთების ფარგლებში, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა ბარნოვი - მაყაშვილის კვეთიდან ბარნოვი - ჭოველიძის (ბელინსკი) კვეთამდე.

პროექტის მიხედვით, ასევე, დაგეგმილია ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, ტროტუარებისა და ბორდიურების რეაბილიტაცია.

 

 

,,ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დედაქალაქისთვის. სამუშაოები ინტენიურად მიმდინარეობს. სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, როდესაც ქალაქი დაიტვირთება, რეაბილიტაცია უკვე დასრულებული იქნება,’’ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ჯეუ გრუპი“ ასრულებს.

 

 

გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და 80 კალენდარულ დღეში დასრულდება.

 

 

მერიის ცნობით, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო, მოძრაობა, დროებით, შეზღუდულია მაყაშვილის ქუჩის კუთხიდან ზანდუკელის ქუჩის კუთხემდე და ტატიშვილის ქუჩის კუთხიდან პეტრიაშვილის ქუჩის კუთხემდე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი