შავი ზღვის 1960 მეტრის სიღრმეზე ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ
30-07-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია აჭარას სტუმრობდა,სადაც შავი ზღვისა და მეთევზეობის სამსახურის საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილე სპეციალისტებთან ერთად, შავ ზღვაში 1960 მეტრ სიღრმეზე განხორციელებული უნიკალური კვლევის შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

 

 

აღნიშნული სინჯები სხვადასხვა ლაბორატორიებში დამუშავდა და დადგინდა, რომ მიუხედავად, მანამდე არსებული თეორიებისა, რომ რომ შავ ზღავში 150–200 მეტრის სიღრმეზე მხოლოდ გოგირდწყალბადის წარმომქმნელი ორგანიზმები არსებობენ, შავი ზღვაში 1960 მეტრის სიღრმეზე  ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობენ.

 

 

თამარ ბაგრატიას ცნობით, უწყება მრავალი წელია ახორციელებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს.

 

 

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა პროექტ EMBLASS II ფარგლებში საერთაშორისო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა, რუმინელ, ბულგარელ, უკრაინელ, ჩეხ, სლოვაკ და უკრაინელ მეცნიერებთან ერთად.

 

 

კვლევამ საქართველოს წყლებში მოიცვა კონტინენტური შელფის ღრმა ფენები და ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა, სადაც ბოლო 25 წელზე მეტია კვლევები არ წარმოებულა.

 

 

ასევე კვლევა მოიცავდა მთელ რიგ კომპონენტებს: მიკროფიტობენთოსი, მეიობენთოსი, მიკროპლანქტონი, იქთიოპლანქტონი, მყარი ნარჩენები ზღვაში, ზღვის ხმაური, პოლუტანტების და ნუტრიენტების რიგი კომპონეტები და სხვა.

 

 

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ აღნიშნული ექსპედიციის ფარგლებში აღებული იქნა: ფიტოპლანქტონი 62, მეზოზოოპლანქტონის 53, მაკროზოოპლანქტონის 48, იქთიოპლანქტონის 48 და ზოობენთოსის 22 სინჯი, სულ 233 ჰიდრობიოლოგიური სინჯი.

 

 

კვლევები უახლესი და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობდა.

 

 

მოიცავდა ყველა ჰიდრობიოლოგიურ ფრაქციას: პოლუტანტებსა და ნუტრიენტებს, ზღვის ნარჩენებს, ზღვის ძუძუმწოვრებს, ოკეანეოლოგიურ და გეოლოგიურ კომპონენტებს.

2015 წლის ჩათვლით მონიტორინგი წარმოებდა 5 სეზონური დაკვირვების სადგურზე, 2016 წლიდან მონიტორინგის სადგურებს ანაკლია შეემატა.

 

 

2016 წლიდან, ზღვის ბიოლოგიური მონიტორინგი ისტორიაში წარიმართა პირველად არამარტო სეზონური დაკვირვების, არამედ პერმანენტული დაკვირვების სადგურზეც. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს უწყვეტ მონიტორინგის სანაპიროზე“,-განაცხადა ბაგრატიამ და დასძინა, რომ აღნიშნული მონიტორინგის სისტემა ევროკავშირის წყლისა და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან სრულიად შესაბამისობაშია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი