პრემიერ მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ზაქარია ქუცნაშვილი აქტიური და წარმატებული დეპუტატია.
„ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა გტკივათ და რა გიხარიათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად, იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.