"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერ-მინისტრს პასუხობენ
12-02-2015, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით არაკვალიფიციურს უწოდებენ. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

"პრემიერის დღევანდელი განცხადება, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს მის არაკვალიფიციურობაში. მას სჩვევია, რომ საკუთარი უნიათობა და უუნარობა სხვებს გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავად არაფერზე აიღოს. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზუმბაძეს და გრიგალაშვილს საერთოდ არ უმუშავიათ თავდაცვის სამინისტროში და ეს მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფავორიტი მინისტრის საკადრო აღმოჩენაა. სწორედ ჯანელიძემ დაასაქმა მაღალ თანამდებობზე გახმაურებული საქმეების პროკურორ-გამომძიებლები. პრემიერმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც ადასტურებს, რომ ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აფასებს ადამიანებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა მითითება მისცა თავდაცვის მინისტრს, რომ თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დაახარისხოს და ისე გაუშვას სამსახურებიდან.

 


ის მიდგომები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უკეთებს დემონსტრირებას, ძირს უთხრის ძალოვან სტრუქტურებს. აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიციაში არსებულ ვითარებაზე მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინდელმა შსს მინისტრმა ღარიბაშვილმა. მთავარი რაც საფუძველს ურყევს სამართლდამცავებს არის სწორედ ის, რაც პრემიერისგან დღეს ჩვენ გვესმის.

 


რაც შეეხება ირაკლი ალსანიას, საზოგადოებას გავახსენებთ, რომ სწორედ ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელმაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება, მიიღო და თანამდებობიდან გაათავისუფლა ის 10 მაღალჩინოსანი, რომლებიც ოჯახის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ სერგო თეთრაძის მკველობის საქმეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი