გიორგი კვირიკაშვილი: არ შეიძლება ქართველებმა ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით, ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს
30-07-2016, 09:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს ჩვენ უნდა შევეხიდოთ მთას და უნდა დაგიდგეთ გვერდით, რომ საქართველო გადავარჩინოთ. მთის გარეშე საქართველოს განვითარება შეუძლებელია, და საქართველოს, ქართველი კაცის ბუნების, მისი საუკეთესო თვისებების შენარჩუნება შეუძლებელია“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დუშეთში, სადაც ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე.

 

 

„დღეს ვიზეიმეთ უდიდესი დღესასწაული ვაჟაობა, დღესასწაული, რომელიც ქართველი კაცის სულიერების სიღრმეზე მიუთითებს და მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად უკიდეგანოა ქართველი კაცის კაცთმოყვარეობა. ჩვენ მართლა დიდი ქვეყნის შვილები ვართ, შესანიშნავ ზეიმზე ჩვენ ვაჟას პოეზია წაგვიკითხეს, ჩვენმა საყვარელმა ადამიანმა გუჯა ბურდულმა. ჩვენ იმ ადგილას ვიმყოფებით, რომელიც ყოველთვის საქართველოს უსაფრთხოების და ყოფნა-არყოფნის დროს, გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოსთვის ბრძოლაში. მთიელები ყოველთვის, საუკუნეების მანძილზე იდგნენ საქართველოს დამცველთა რიგებში პირველ ადგილზე“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისი თქმითვე, არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით.

 

 

„ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩვენი გუნდის, ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება. არ შეიძლება ქართველებმა ვიცხოვროთ მხოლოდ პოლიტიკით, არ შეიძლება ვისუნთქოთ და ვიკვებოთ პოლიტიკით, არ შეიძლება ყოველ დღე ვუყუროთ ტელევიზიით, თუ როგორ ილანძღებიან ადამიანები, როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ეს ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს, ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემაზე და სიყვარულზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი