სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პოლიციის განყოფილების შენობაში მყოფ შეიარაღებულ პირებს ადგილობრივი დროით, 17:00 საათამდე ვადას აძლევს, რათა ხელისუფლებას ჩაბარდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველებს გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის უფლება ექნებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო PanARMENIAN-ი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
წუხელ ერევანში პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. სამართალდამცავებმა აქტივისტები ძალის გამოყენებით დაარბიეს. დაპირისპირების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა, 165 მომიტინგე კი დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.